ბერ- ელემენტიანი გვარების სემანტიკური და ფონეტიკური ცვალებადობა გვიმტკიცებს, რომ იგი თავდაპირველად ზოგადი მნიშვნელობით იხმარებოდა. საზოგადო სახელიდან აფიქსაციის გარეშე ან აფიქსების საშუალებით საზოგადო სახელი გადაიქცა პირსახელად ან პირსახელი ერთი ლექსიკურ-სემანტიკური და ფუნქციური ჯგუფიდან გვარსახელში გადავიდა. საკუთარი სახელის მამრობითი სქესის, ძის, შვილის ჩვენება განსაზღვრავს გვარსახელებში დადასტურებული ბერ-ძირის სემანტიკას.
ციტირება
ბერიძე — გვარის ისტორია · ამონარიდი A.1 #9 · beridze.info/passages/a-09 · წყარო: http://scientia.ge/index.php/papers/article/download/63/120/349 (ნანახია 2026-09-12)a-09 · A.1 #9 · ბოლო განახლება 2026-09-12 · შესწორების გაგზავნა