ამონარიდი · A.1 #6

ი. მაისურაძე მართებულად აღნიშნავს, რომ რთულფუძიან გვარებში…

დასაზუსტებელი · 2026-09-12კონტექსტი

ი. მაისურაძე მართებულად აღნიშნავს, რომ რთულფუძიან გვარებში ბერ- ძირის გამოყენება უფრო ადრე უნდა მომხდარიყო, ვიდრე ის საკუთარ სახელად გადაიქცეოდა. რაც იმას ნიშნავს, რომ გოგიბერი, კახაბერი და მისთ. საკუთარ სახელთა წყვილეულებს კი არ უნდა წარმოადგენდნენ (გოგი და ბერი, მიქა და ბერი), არამედ აქ მხოლოდ პირველი ნაწილი უნდა ყოფილიყო მამაკაცის სახელი (მიქა, გოგი), ხოლო ბერ-ი ზოგადი მნიშვნელობით უნდა ყოფილიყო გამოყენებული როგორც პოსტპოზიციური ატრიბუტული მსაზღვრელი, მამრობითი სქესის აღმნიშვნელი სიტყვა (ვაჟი, ბიჭი, ყრმა) (მაისურაძე 1965, 237, 241). აღნიშნული თვალსაზრისით, გოგიბერი არის არა გიორგის ვაჟი, არამედ გიორგი ვაჟი.

ციტირებაბერიძე — გვარის ისტორია · ამონარიდი A.1 #6 · beridze.info/passages/a-06 · წყარო: https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/download/8299/8278 (ნანახია 2026-09-12)

a-06 · A.1 #6 · ბოლო განახლება 2026-09-12 · შესწორების გაგზავნა