მტკიცება · ბ-022

წიგნი ეძღვნება ნური ბერიძეს, ოლადაურის ქართული სკოლის დამაარსებელს, დაბადებიდან 170-ე წლისთავზე.

ცნობა სარწმუნოა. თუმცა, მუჰაჯირობის წინააღმდეგ ბრძოლას წყაროები ძირითადად მის სიმამრს, ლომან ეფენდის მიაწერენ და არა უშუალოდ მას.

ამონარიდი წყაროდან

ოლადაურში გაიხსნა 1915 წლის ოქტომბერში, მაშინ, როცა მსოფლიო ომი ვარვარებდა, თანაც ფრონტი იყო გახსნილი და ათასობით ადამიანი მიუსავლეთში გარბოდა მუჰაჯირად; ოლადაურში კი ქართული სკოლა გაიხსნა და მისი პირველი მასწავლებელიც, გამგეც, მზრუნველიცა და აღმზრდელიც ილია ნაცვალაძე იყო, ხოლო პატრონი გახლდათ ნური ბერიძე, რომელმაც საკუთარი სახლი დაუთმო სკოლას და თავადაც მასწავლებლობდა იქ... გარეთ თოვლი იდო, მაგრამ არ ციოდა...“ (ჯანბერიძე/ჯაფარიძე 1995: 2).

ამონარიდები

  • ფურტიოში სტუმარს გულუხვად ხულოს მეჯლისის წევრმა, ყადიმ, ნური ბერიძემ უმასპინძლა.

    ეხება · ამონარიდი · ბერიძეები - ვიკიპედია B
  • წევრი ხულოს მეჯლისისა წმინდა ქართული სტუმართმოყვარეობით გაგვიმასპინძლდა. აქეთკენ ნასწავლ კაცად ითვლება, რის გამოც ეფენდის ტიტული აქვს. ქართულად წმინდად ლაპარაკობს. იცნობს აჭარაში ქართული წიგნების შემოტანის პიონერს – ბატონ ჭიჭინაძეს.

    ეხება · ამონარიდი · იზა ჩანტლაძე, „მარტო ამისთვის ღირდა სიცოცხლე!“… A
  • ოლადაურის სკოლაში სწავლობს 20 ვაჟი. მასწავლებლად არის ახალგაზრდა ილია ნაცვალაძე, ...სჯულის მასწავლებლად კი მთელ აჭარაში კარგად ცნობილი ხოჯა ნური ეფენდი ბერიძე, რომელიც სკოლის წარმატებას დიდად უწყობს ხელს. სკოლაში მისი ვაჟიც სწავლობს და გადაწყვეტილი აქვს, შვილს სწავლა გიმნაზიაში გააგრძელებინოს. ნური ეფენდი ყველას…

    ადასტურებს · ამონარიდი · იზა ჩანტლაძე, „მარტო ამისთვის ღირდა სიცოცხლე!“… A
  • ლომან-ეფენდი ქარცივაძის გარდა, დელეგაციის წევრები იყვნენ სასულიერო პირები: ქედას მუფთი აჰმედ ხალიფაშვილი და ხულოს ყადი ნური ბერიძე, ასევე, საერონი - ჰუსეინ აბაშიძე, ნური ხიმშიაშვილი, შერიფ ხიმშიაშვილი, თევფიქ ათაბაგი (ჯაყელი), დურსუნ თავდგირიძე, თუფან შარვაშიძე და აჰმედ ხალვაში.

    ადასტურებს · ამონარიდი · ტარიელ ფუტკარაძე, მიხეილ ლაბაძე, ფევზი ჩელები, მუჰაჯირობის… B

პირველწყაროები

  1. იზა ჩანტლაძე, „მარტო ამისთვის ღირდა სიცოცხლე!“ (2016)A
  2. იზა ჩანტლაძე, „მარტო ამისთვის ღირდა სიცოცხლე!“ (თბილისი–ბათუმი: სვეტი+, 2015–2016)A
  3. ბერ-ძირიანი გვარსახელები აჭარაში — მარიამ კობერიძე, აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 7(2)…A
  4. მარიამ კობერიძე, „ბერ-ძირიანი გვარსახელები აჭარაში“ (აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 7.2…A
  5. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 2024 / მასთან ერთად მ. კობერიძე, ბერ-ძირიან…A
  6. ბერ- ძირიანი გვარები აჭარაში; ბერ-ძირიანი გვარსახელები აჭარაშიA
ციტირებაბერიძე — გვარის ისტორია · მტკიცება ბ-022 · https://beridze.info/claims/b-022/ (ნანახია 2026-10-01)

ბ-022 · ბოლო განახლება 2026-10-01 · შესწორების გაგზავნა