ბერიძე › წყაროები › s-ka-wikipedia-a35f

წყარო · B · s-ka-wikipedia-a35f

ბერიძეები - ვიკიპედია

ka.wikipedia.org

დასაზუსტებელი · 2026-09-16ანოტაცია

მტკიცებები

  • ბ-004 A კიბორიძე მიღებულია კი+ბერიძე-სგან (ე→ო); მსგავსი წარმოების გვარია კობერიძე.
  • ბ-005 A უადრესი ზუსტად დათარიღებული საბუთი, სადაც გვარი ფიქსირდება, 1411 წლის სიგელია. მასში ქართლელი დავით ბერისძეა მოხსენიებული. თუმცა სახელი უფრო ძველია და მეცამეტე საუკუნის ყმასაც ერქვა.
  • ბ-008 A აჭარაში გვარის უადრესი დოკუმენტური კვალი დიმიტრი ბაქრაძის მიერ მიკვლეული სიგელია, სადაც ბეჟიტა ბერიძეა დასახელებული.
  • ბ-009 A ვახუშტი ბატონიშვილის აღწერით, ბერიძეები გურიელისადმი დაქვემდებარებულ თავადებსა და აზნაურებს შორის ირიცხებოდნენ.
  • ბ-010 A „პირთა ანოტირებული ლექსიკონის“ 1658–1675 წლების სიაში ქართლელი ბერიძეები ციციშვილების ყმებად ირიცხებიან. საამილახვროს დავთრით, მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში ანდორეთელ ბერიძეებს მეთოფეობა ევალებოდათ.
  • ბ-011 D ზეპირი გადმოცემით ბერიძეებს, განსაკუთრებით ქვემო აჭარის ბერიძეებს, იხსენიებდნენ ბეგებად.
  • ბ-012 B მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეების მიჯნაზე გურიის ბერიძეთა სათავადო სახლი დაკნინდა. მათი თანამდებობები ნაკაშიძეებს გადაეცათ, თავად კი აზნაურებად იქცნენ.
  • ბ-013 D მესხური თქმულებით (ახალციხის რ-ნი), ერკოტის უმრავლესობა ერთი ზარზმელი ბერისაგან მოშენებული ბერიძეებია; გვარეულობას ზანდარიენთს, უწინ ზარზგიენთს ეძახიან.
  • ბ-018 დაუდასტურებელი ქართულ საცნობარო გამოცემებში იმერეთის ბერიძეები წერეთლების აზნაურებად და სვერის ციხის მეციხოვნეებად არიან მოხსენიებულნი.
  • ბ-021 D ზეპირი ისტორიით, მემედ-ბეგ ჩახალოღლი-ბერიძე მეცხრამეტე საუკუნეში ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლის ლიდერი იყო, თუმცა დოკუმენტურად არ დასტურდება.
  • ბ-023 D ადგილობრივი ბლოგის ცნობით, აჯანყებისას ყარსუმ ბერიძემ გრიგოლეთის ბრძოლაში ერეკლე მეორის ნაჩუქარი ხმალი იგდო ხელთ.
  • ბ-024 B მეთვრამეტე საუკუნის მიჯნაზე გურიაში ჯუმათის საეპისკოპოსოს იოანე ბერიძე ედგა სათავეში. მისი დადგინების თარიღად სხვადასხვა წყაროში 1687, 1688 ან 1704 წელია მითითებული.
  • ბ-028 A ვახუშტი ბერიძის ციხეს ბახვის წყლის შესართავის ზემოთ ასახელებს, სამხრეთით სურების ხეობით; მოგვიანო წყაროები მას ძიმითში ათავსებენ.
  • ბ-030 A მკვლევარ მარიამ კობერიძის დასკვნით, აჭარის ბერიძეთა შესწავლის მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი ოსმალობის ხანის წერილობითი ძეგლების განადგურებაა.

ამონარიდები

სოფლები

s-ka-wikipedia-a35f · ბოლო განახლება 2026-09-16 · შესწორების გაგზავნა