მტკიცება · ბ-005

კობერიძე 2024 ახუაშვილის 1997 წლის 48-ე გვერდზე აკავშირებს ქართლის დოსიეს: ციციშვილებისა და საამილახვროს აზნაურები, 1411 წ. დავით ბერიძე.

დოკუმენტი წარმოადგენს მხოლოდ სახელის ფორმის უადრეს ხსენებას და არა თავად გვარის, როგორც ერთიანი ჩამოყალიბებული საგვარეულოს უტყუარ საწყისს.

ამონარიდი წყაროდან

ბერიძეები საციციანოში ციციშვილების აზნაურები იყვნენ. 1411 წლის დოკუმენტში ქართლში იხსენიება დავით ბერიძე. 1448 წელს ალექსანდრე მეფის მიერ სიაოშ ფალავანდიშვილისათვის მიცემულ ქონების ბოძების წიგნში სხვებთან ერთად მოწმედ ბერიძეცაა დასახელებული. დემეტრე ბერიძე მოწმედ გვხვდება იმავე ალექსანდრე მეფის მიერ 1484-1510 წლებში კაციბერ თოფურიძისათვის მიცემულ სასისხლო სიგელში. დაუთა ბერიძე არის მოწმე გიორგი სააკაძის მიერ ფარსადან ჯავახიშვილისაგან ყმა მამულის ნასყიდობის წიგნში. ქართლში ციციშვილის აზნაურ ბერიძეს 1578-1675 წლებში ჰყოლია სამი კომლი ყმა მაწლეთსა და ხამლეთში. ბერიძეები ქართლში მხოლოდ ციციშვილების აზნაურები არ იყვნენ, ისინი ირიცხებოდნენ საამილახვროს აზნაურებშიც (ახუაშვილი 1997:48).

პირველწყაროები

  1. ბერიძეები - ვიკიპედიაB
  2. ბერ- ძირიანი გვარები აჭარაში; ბერ-ძირიანი გვარსახელები აჭარაშიA
  3. ბერიძეებიA
  4. ბერ-ძირიანი გვარსახელები აჭარაში — მარიამ კობერიძე, აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 7(2)…A
  5. მარიამ კობერიძე, „ბერ-ძირიანი გვარსახელები აჭარაში“ (აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 7.2…A
  6. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 2024 / მასთან ერთად მ. კობერიძე, ბერ-ძირიან…A
  7. 1411 წ. XI.25. - წიგნი დავით ბერისძისა კათალიკოს ელიოზისადმიA
  8. 1897 - თედო ჟორდანია - ქრონიკები - წ. IIA
  9. 2013 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი IIA
  10. მცხეთის საბუთები № 160A
ციტირებაბერიძე — გვარის ისტორია · მტკიცება ბ-005 · https://beridze.info/claims/b-005/ (ნანახია 2026-09-12)

ბ-005 · VERDICTS K05 · ბოლო განახლება 2026-09-12 · შესწორების გაგზავნა