ბერიძე › ცნობილი ბერიძეები › დიაკონი სევერიანე (ხასან) ბერიძე

XX · 1920 – 1996

დიაკონი სევერიანე (ხასან) ბერიძე

Diakoni Severiane (Khasan) Beridze

დასაზუსტებელი · 2026-09-29ბიოგრაფია

ამონარიდები

  • ბერიძე წმიდა დიაკონი სევერიანე, აჭარელი აღმსარებელი 1920-96წწ 9 (22) აგვისტო დაბ. სოფ.ბუკნარი (ჩაქვი) ქობულეთი აჭარა

    ამონარიდი 320 · https://mematiane.ge/subproduct-details.php?id=11784 B
  • წმიდა სინოდმა, დღევანდელ სხომაზე, დიაკონი სევერიანე ბერიძე წმინდანად შერაცხა, – ამის შესახებ ინფორმაციას დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

    ამონარიდი 396 · kvira.ge, 21.06.2018 – წმიდა სინოდმა დიაკონი სევერიანე… C
  • დეკანოზ ილია ჭიღლაძის ინფორმაციით, დიაკონმა სევერიანე ბერიძემ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში აჭარაში მოღვაწეობდა, ასობით მუსლიმი გააქრისტიანა. მისივე თქმით, ის იყო პირველი აჭარელი, რომელიც მე-20 საუკუნეში დაუბრუნდა წინაპართა სარწმუნოებას და 1960-ინ წლებში ნათელიღო ბათუმის წმ. ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში.

    ამონარიდი 397 · kvira.ge, 21.06.2018 – წმიდა სინოდმა დიაკონი სევერიანე… C
  • წმიდა დიაკონი სევერიანე, აჭარელი აღმსარებელი (ბერიძე;) 1920-96წწ 9 (22) აგვისტო დაბ. სოფ.ბუკნარი (ჩაქვი) ქობულეთი აჭარა

    ამონარიდი 398 · mematiane.ge – წმიდა დიაკონი სევერიანე, აჭარელი… C
  • წმინდა სინოდის სხდომამ წმინდანად შერაცხა დიაკონი სევერიანე (ბერიძე), რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა აჭარაში და ასობით მუსლიმი გააქრისტიანა. სასიხარულოა, ის, რომ წმიდა სევერიანეს ხორციელი ძმა ამჟამად ყინწვისის მამათა მონასტერში მოღვაწე სქემარქიმანდრიტი სისოა (ბერიძე) , ხოლო წმიდა სევერიანეს ძმისშვილი, ბათუმის სასულიერო სემინარიის რექტორია, დეკანოზი ბასილ ბერიძე.

    ამონარიდი 399 · mematiane.ge – წმიდა დიაკონი სევერიანე, აჭარელი… C
  • - როცა ბიძაჩემზე - მამა სევერიანზე (ხასან ბერიძე-1920 13.07- 1996 22.08.) ვფიქრობ, მახსენდება სითბოთი და ინტერესით გაჯერებული ბავშვობა, ეს ის წლეებია როცა ვხედავდი და ვითვისებდი როგორი უნდა იყოს მოყვარული, მზრუნველი და ერთგული ადამიანი, დაახლოებით 9 -10 წლიდან მეხსიერებაში მყარად გამიჯდა ხსოვნა ბიძაზე და მის ოჯახზე, უსაყვარლეს და უსათნოეს გულესერ ბიცოლაზე და მათ ექვს ქალიშვილზე,-მიამბობს ქალბატონი დალი-შორენა ბერიძე-ქიქავისა.

    ამონარიდი 400 · mematiane.ge – წმიდა დიაკონი სევერიანე, აჭარელი… C
  • ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ დააყენა საკითხი დიაკონ სევერიანეს (ერისკაცობაში ხასან ბერიძის) კანონიზების შესახებ. კრებამ მოისმინა მამა სევერიანეს ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები და სასწაულები. კრებამ დაადგინა: დიაკონი, მამა სევერიანე შეირაცხოს წმინდათა დასში და ეწოდოს: წმიდა დიაკონი სევერიანე, – აჭარელი აღმსარებელი და მისი ხსენების დღედ დადგინდეს გარდაცვალების დღე, – 9 (22) აგვისტო.

    ამონარიდი 506 · საქართველოს საპატრიარქო – წმიდა სინოდის სხდომის ოქმი… A

პირველწყაროები

ჩვენი სულიერების ბალავარი XI (2019)

ციტირებაბერიძე — გვარის ისტორია · დიაკონი სევერიანე (ხასან) ბერიძე · https://beridze.info/people/diakoni-severiane-khasan-beridze/ (ნანახია 2026-09-29)

diakoni-severiane-khasan-beridze · ბოლო განახლება 2026-09-29 · შესწორების გაგზავნა