ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ დააყენა საკითხი დიაკონ სევერიანეს (ერისკაცობაში ხასან ბერიძის) კანონიზების შესახებ. კრებამ მოისმინა მამა სევერიანეს ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები და სასწაულები. კრებამ დაადგინა: დიაკონი, მამა სევერიანე შეირაცხოს წმინდათა დასში და ეწოდოს: წმიდა დიაკონი სევერიანე, – აჭარელი აღმსარებელი და მისი ხსენების დღედ დადგინდეს გარდაცვალების დღე, – 9 (22) აგვისტო.
ციტირება
ბერიძე — გვარის ისტორია · ამონარიდი A.506 · beridze.info/passages/a-506 · წყარო: https://patriarchate.ge/news/2153 (ნანახია 2026-09-30)a-506 · ბოლო განახლება 2026-09-30 · შესწორების გაგზავნა