ამ ყრილობას მეთვალყურის რანგში ესწრებოდა გენერალი მაღლაკელიძეც. იგი
გამოსულა სიტყვით, დაუგმია ყრილობის გადაწყვეტილება და პროტესტი
გამოუთქვამს მისთვის. იგი ტრიბუნიდან ჩამოუგდიათ. იმავე საღამოს, ქართველ
გენერალს სამ თანმხლებთან ერთად დაუტოვებია აბასთუმანი და წასულა
ახალციხეში. გზად მას თავს დაესხნენ და მოუკლეს ერთ-ერთი მხლებელი, გვარად
ბერიძე. გენერალმა თავს გაქცევით უშველა (მაღლაკელიძე: 346).
ციტირება
ბერიძე — გვარის ისტორია · ამონარიდი A.526 · beridze.info/passages/a-526 · წყარო: https://www.bsu.edu.ge/text_files/ge_file_7558_1.pdf (ნანახია 2026-10-07)a-526 · ბოლო განახლება 2026-10-07 · შესწორების გაგზავნა