ზემო აჭარაში რუსეთის ჯარის შემოსვლის დროს ოლქობა
მომხდარა. ოლქობის მთავარი მოქმედი პირი სოფელ ხიხაძირიდან ვინმე ბერიძე
ყოფილა. ბრძოლის ასპარეზიც ხიხაძირი გამხდარა. ბერიძეს მოგზაურზე უთქვამს:
„მთელი ზემო და ქვემო აჭარა ფეხზე დადგა, ვისაც თოფის აღება შეეძლო სულ ოლქად
გავედით”. ოსმალეთის მესვეურებმა მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანეს და შერიფ-
ბეგი კუთხის მოღალატედ გამოაცხადეს. ოლქას მონაწილეებმა ბეგს სხალთაში სახლი
დაუნგრიეს, ხოლო ხულოში – კანცელარია და ყველა ქაღალდი გადაუწვეს (დროება,
1879:№7). თედო სახოკიას თქმით, ოლქობის დროს ბერიძეც შეუპყრიათ, თუმცა
შემდეგ გაუთავისუფლებიათ
ციტირება
ბერიძე — გვარის ისტორია · ამონარიდი A.525 · beridze.info/passages/a-525 · წყარო: https://bsu.edu.ge/text_files/ge_file_16130_1.pdf (ნანახია 2026-10-07)a-525 · ბოლო განახლება 2026-10-07 · შესწორების გაგზავნა