სწავლობდა სოხუმის 45-ე პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში. 1992 წლის სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის სადაზვერვო ასეულში მზვერავად, იბრძოდა მდინარე გუმისთასთან წინა ხაზზე, აფხაზეთის ომის პერიოდში თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს ერთიანობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ არაერთ საბრძოლო ოპერაციაში. 1993 წლის 14 ივლისს სოფელ შრომასთან ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს მძიმედ დაიჭრა, მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა 1994 წლის 27 ნოემბერს.
ციტირება
ბერიძე — გვარის ისტორია · ამონარიდი A.331 · beridze.info/passages/a-331 · წყარო: http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00022168/ (ნანახია 2026-09-29)a-331 · ბოლო განახლება 2026-09-29 · შესწორების გაგზავნა