1882 წელს ეგზარქოსმა იოანიკემ (რუდნევი) სტიქარი უკურთხა. მე-19 საუკუნის 80-იან წლების ბოლოს თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის ტაძარში გადაიყვანეს და დიაკვნად აკურთხეს. 1890 წელს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) მღვდლად დაასხა ხელი და კუკიის წმინდა ნინოს ტაძრის წინამძღვრად დაამტკიცა. საქართველოს ეგზარქოსმა მასვე დაავალა სასაფლაოზე დროებითი ეკლესიის აშენება. მართლაც რამდენიმე თვეში სასაფლაოს ტერიტორიაზე აშენდა ქვის პატარა, მაგრამ მაღალი ეკლესია ხის გადახურვით.
ციტირება
ბერიძე — გვარის ისტორია · ამონარიდი A.332 · beridze.info/passages/a-332 · წყარო: http://www.nplg.gov.ge/ilia/ka/00001893/ (ნანახია 2026-09-16)a-332 · ბოლო განახლება 2026-09-16 · შესწორების გაგზავნა