ამონარიდი წყაროდან
ი. მაისურაძე მართებულად აღნიშნავს, რომ რთულფუძიან გვარებში ბერ- ძირის გამოყენება უფრო ადრე უნდა მომხდარიყო, ვიდრე ის საკუთარ სახელად გადაიქცეოდა. რაც იმას ნიშნავს, რომ გოგიბერი, კახაბერი და მისთ. საკუთარ სახელთა წყვილეულებს კი არ უნდა წარმოადგენდნენ ( გოგი და ბერი, მიქა და ბერი), არამედ აქ მხოლოდ პირველი ნაწილი უნდა ყოფილიყო მამაკაცის სახელი (მიქა, გოგი), ხოლო ბერ-ი ზოგადი მნიშვნელობით უნდა ყოფილიყო გამოყენებული როგორც პოსტპოზიციური ატრიბუტული მსაზღვრელი, მამრობითი სქესის აღმნიშვნელი სიტყვა (ვაჟი, ბიჭი, ყრმა) (მაისურაძე 1965, 237, 241). აღნიშნული თვალსაზრისით, გოგიბერი არის არა გიორგის ვაჟი, არამედ გიორგი ვაჟი.
ამონარიდები
-
ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებით, ,,ჰასაკი სამ უმთავრეს წლოვანებას შეიცავდა, რომელთაც ეძახდნენ ხოლმე „ჭაბუკს“, „შუა კაცს“ და „ბერს“. ბერი ვაჟიშვილის აღმნიშვნელი საერთო ქართველური სიტყვაა (ჯავახიშვილი, 1928: 366; ჯავახიშვილი 1937: 186).
ადასტურებს · ამონარიდი · ბერ-ძირიანი გვარსახელები აჭარაში — მარიამ კობერიძე… A -
ი. მაისურაძე მართებულად აღნიშნავს, რომ რთულფუძიან გვარებში ბერ- ძირის გამოყენება უფრო ადრე უნდა მომხდარიყო, ვიდრე ის საკუთარ სახელად გადაიქცეოდა. რაც იმას ნიშნავს, რომ გოგიბერი, კახაბერი და მისთ. საკუთარ სახელთა წყვილეულებს კი არ უნდა წარმოადგენდნენ (გოგი და ბერი, მიქა და ბერი), არამედ აქ მხოლოდ პირველი ნაწილი უნდა…
იმეორებს · ამონარიდი · მარიამ კობერიძე, „ბერ- ძირიანი ლექსიკის მოდელი ქართულში“… A -
პატრონიმთა მაწარმოებელ ფუძე-ფორმანტებს შორის უნდა მოვაქციოთ აგრეთვე ბ ე რ-ი, ის ძირეული სიტყვა, რომელიც დღეს საკუთარ სახელადაც იხმარება, მაგრამ როგორც საზოგადო სახელს, მას რამდენიმე მნიშვნელობა უკავშირდება. ამათგან ჩვენთვის საყურადღებოა ვაჟიშვილის, ძის, ბიჭის აღნიშგნა, რაც ჭანურშიც დასტურდება-(ბერე-ს სახით) და ძველ…
ადასტურებს · ამონარიდი · ქართული გვარსახელები (1979); ქართული გვარსახელები (1979)… A -
ბერ- ელემენტიანი გვარების სემანტიკური და ფონეტიკური ცვალებადობა გვიმტკიცებს, რომ იგი თავდაპირველად ზოგადი მნიშვნელობით იხმარებოდა. საზოგადო სახელიდან აფიქსაციის გარეშე ან აფიქსების საშუალებით საზოგადო სახელი გადაიქცა პირსახელად ან პირსახელი ერთი ლექსიკურ-სემანტიკური და ფუნქციური ჯგუფიდან გვარსახელში გადავიდა. საკუთარი…
იმეორებს · ამონარიდი · მარიამ კობერიძე, „ბერ- ძირიანი ლექსიკის მოდელი ქართულში“… A -
ბერე ჭანურში მეორადი სუფიქსაციის გარეშე მხოლოდ ერთ გვარშია შემონახული. ესაა: კაკუბერი ,,კაკუს ძე“, დანარჩენ შემთხვევაში ბერე (ბერი) დაბოლოებიან ფორმებს დართვია -ა სუფიქსი (სამეგრელოში) და -ძე (აჭარა-გურია-იმერეთში) (ცხადაია 2000, 29).
ადასტურებს · ამონარიდი · მარიამ კობერიძე, „ბერ- ძირიანი ლექსიკის მოდელი ქართულში“… A -
ძნელი დასაჯერებელია, საანალიზო ძირი ლაზურ ბერე („ვაჟიშვილი, ბავშვის“)’ს უკავშირდებოდეს. თუ ამ ვარაუდებს დავეთანხმებით, მაშინ სემანტიკურ ჭრილში სერიოზულ უხერხულობას წავაწყდებით, რადგანაც „ბერიძეც“ და „ბერიშვილიც“ ისტორიულად „შვილიშვილი“ გამოგვივა.
უარყოფს · ამონარიდი · იზა ჩანტლაძე, ერთი ისტორიული გვარი საქართველოში (ქართველურ… A -
ბერიძე – გავრცელებული გვარია მთელ საქართველოში. საფუძვლად უდევს საკუთარი სახელი ბერი (ზოგადი მნიშვნელობით: ვაჟი, ძე, ყმა). მისგან მიღებულია მრავალი საკუთარი სახელი, რომლებიც შესულია გვარ-სახელებში: ბერაძე, ბერეკაშვილი, ბერაია, ბერიანიძე და სხვ.
იმეორებს · ამონარიდი · ქართული გვარების ისტორია C -
ბერიძე - მთელ საქართველოშია გავრცელებული. საფუძვლად უდევს საკუთარი სახელი - ბერი (ზოგადი მნიშვნელობით: ვაჟი, ძე, ყმა). მისგან მიღებულია ბევრი საკუთარი სახელი, რომლებიც გვარ-სახელებშია შესული: ბერაძე, ბერეკაშვილი, ბერაია, ბერიანიძე... ბერიძე საკუთარი სახელია ფშავში: ბერიძე ბასიტაშვილი, ბერიძე შიოშვილი, ბერიძე…
ადასტურებს · ამონარიდი · ინფორმაცია 40 პოპულარული ქართული გვარის შესახებ C
პირველწყაროები
- ბერ-ძირიანი გვარსახელები აჭარაში — მარიამ კობერიძე, აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 7(2)…A
- მარიამ კობერიძე, „ბერ-ძირიანი გვარსახელები აჭარაში“ (აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 7.2…A
- აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 2024 / მასთან ერთად მ. კობერიძე, ბერ-ძირიან…A
- ბერ- ძირიანი გვარები აჭარაში; ბერ-ძირიანი გვარსახელები აჭარაშიA
- მარიამ კობერიძე, „ბერ- ძირიანი ლექსიკის მოდელი ქართულში“ (Scientia 5, 2024, გვ. 63–73)A
- Mariam Koberidze: ბერ- ძირიანი გვარსახელები გურულში; ბერ- ძირიანი გვარსახელები გურულში…A
ბერიძე — გვარის ისტორია · მტკიცება ბ-002 · https://beridze.info/claims/b-002/ (ნანახია 2026-10-01)ბ-002 · ბოლო განახლება 2026-10-01 · შესწორების გაგზავნა