ამონარიდები
-
ვახტანგ ვუკოლის ძე ბერიძე (დ. 30 მაისი, 1914, ქუთაისი ― გ. 21 დეკემბერი, 2000, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, ხელოვნების ისტორიკოსი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1959), პროფესორი (1960). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1964), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიკოს გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის დირექტორი (1973-1988), ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი.
ამონარიდი 143 · ვახტანგ ბერიძე - ვიკიპედია B -
ვუკოლ ბერიძის შვილი.
ამონარიდი 144 · ვახტანგ ბერიძე - ვიკიპედია B -
ვახტანგ ბერიძე 1914-2000წწ აკადემიკოსი, ხელოვნებათმცოდნე. წარმ. ხონი იმერეთი.
ამონარიდი 327 · https://mematiane.ge/subproduct-details.php?id=11784 B -
ვახტანგ ბერიძე დაიბადა 1914 წლის 30 მაისს ქ. ქუთაისში. მისმა მამამ, ცნობილმა მეცნიერმა, ვუკოლ ბერიძემ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი პეტერბურგში დაამთავრა, მერე ქუთაისში ქართულის მასწავლებელი, შემდგომ კი თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი და მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი იყო.
ამონარიდი 337 · აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე – 110 B -
ვახტანგ ბერიძე იმთავითვე მისი სწავლული მდივანი გახდა, 1960 წლიდან – დირექტორის მოადგილე, ხოლო 1973 წლიდან, გიორგი ჩუბინაშვილის გარდაცვალების შემდეგ, ინსტიტუტის დირექტორი. 1974 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.
ამონარიდი 338 · აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე – 110 B -
ბერიძე ვახტანგ ვუკოლის ძე (30. V. 1914, ქუთაისი, ‒ 21. XII. 2000, თბილისი), მეცნიერი, ხელოვნების ისტორიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1974), ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1959), პროფესორი (1960), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1964), საქართვ. მეცნ. აკად. გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნ. ისტ. ინ-ტის დირექტორი (1973–88), საპატიო დირექტორი (1988-იდან), ქართ. ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო საბჭოს წევრი, 1992-იდან ‒ თავ-რე.
ამონარიდი 378 · ბერიძე ვახტანგ ვუკოლის ძე – ქართული ენციკლოპედია (form… B -
ბრძანებულება № 184 1994 წლის 2 ივნისი. ქ.თბილისი. ვ. ბერიძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ ქართულ მეცნიერებაში, განათლებასა და ხელოვნებაში მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ამონარიდი 581 · წიგნი ღირსებისა, ტ. 1–6: ორდენები, მედლები, სხვა ჯილდოები… B
პირველწყაროები
- ვახტანგ ბერიძე - ვიკიპედია B
- ბერიძე ვახტანგ ვუკოლის ძე – ქართული ენციკლოპედია (form 23941) B
- Беридзе, Вахтанг Вуколович – Википедия (ru) B
https://ka.wikipedia.org/wiki/ვახტანგ_ბერიძე ; gch-centre.ge
ბერიძე — გვარის ისტორია · ვახტანგ ვუკოლის ძე ბერიძე · https://beridze.info/people/vakhtang-vukolis-dze-beridze/ (ნანახია 2026-09-29)vakhtang-vukolis-dze-beridze · ბოლო განახლება 2026-09-29 · შესწორების გაგზავნა