ამონარიდი · A.444

გადმოცემა · იმასაც გადმოგვცემენ, რომ თედო სახოკიას ყადისაგან არაერთი…

დასაზუსტებელი · 2026-09-30კონტექსტი

იმასაც გადმოგვცემენ, რომ თედო სახოკიას ყადისაგან არაერთი თქმულება ჩაუწერია, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ კვალს ჯერჯერობით ვერ მივაგენით. სპეციალურ ლიტერატურაში (ბერიძე 2003: 151; სურმანიძე 2015, №5) გამოთქმულია მოსაზრება იმის შესახებ, რომ აბაზა ბერიძისა და ფარნა ჭინკაძის შვილის ქიშპობის (იხ. სახოკია 1950: 206) ცნობილი ამბავი სწორედ ნური ხოჯასაგან უნდა მომდინარეობდეს – ნეტარ არიან მორწმუნენი! არა გვგონია, ისეთ გონიერ კაცს, როგორიც ეფენდი იყო, სტუმრისთვის ეამბნა ბერიძეთა ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენლის არცთუ მთლად სახარბიელო თავგადასავალი.

მტკიცებები

  • ბ-109 D გადმოცემა ეხება

    ადგილობრივი ისტორიები გვარების შეცვლისა და გადასახლებების შესახებ, თითქოს სხვა გვარები ბერიძეებად დაიწერნენ.

    ტიპური ადგილობრივი ფოლკლორი. ისტორიულად გვართა შეცვლის ფაქტები ხდებოდა, მაგრამ ამ კონკრეტული ისტორიების დამამტკიცებელი საბუთები არ არსებობს.

ციტირებაბერიძე — გვარის ისტორია · ამონარიდი A.444 · beridze.info/passages/a-444 · წყარო: https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/532179/1/Marto_Amistvis_Ghirda_Sicocxle_2016.pdf (ნანახია 2026-09-30)

a-444 · ბოლო განახლება 2026-09-30 · შესწორების გაგზავნა