დღეს სვანეთში, სოფელ მარგვიშში (ლენტეხის რაიონი), ცხოვრობს არდაშა ბერიძის ერთადერთი ოჯახი, რომლის წინაპარი – შახი ბერიძე XVIII საუკუნის ბოლოს თავის ხუთ ძმასთან ერთად რაჭიდან (ამბროლაურის რაიონის სოფელი ღადიში) ასულა მაშინ უკაცრიელ ადგილას, სადაც ერთადერთ კოშკში გამაგრებულნი იყვნენ ზემო სვანეთიდან, მკვლელობის ჩადენის გამო, გამოქცეული ყიფიანები. ისინი შებმიან ერთმანეთს – ბერიძეებს ყიფიანები დაუმარცხებიათ და დაუსახლებელ ტერიტორიაზე დაუწყიათ სახლის მშენებლობა, რის შემდეგაც შახის მეზობელი სოფლიდან უთხოვია ჯამბურიძეთა ასული.
მტკიცებები
- ბ-108 D გადმოცემა ეხება
სვანური ზეპირი გადმოცემა ღადიშიდან წამოსული ხუთი ძმისა და შახი ბერიძის შესახებ.
სვანეთში გავრცელებული საგვარეულო ლეგენდა, რომელიც დამატებით შესწავლას მოითხოვს და ჯერჯერობით არ დასტურდება წერილობით.
ბერიძე — გვარის ისტორია · ამონარიდი A.441 · beridze.info/passages/a-441 · წყარო: https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/532179/1/Marto_Amistvis_Ghirda_Sicocxle_2016.pdf (ნანახია 2026-09-30)a-441 · ბოლო განახლება 2026-09-30 · შესწორების გაგზავნა