სანათაი ვარ მე, შვილო,
აფხუშოური ქალია,
აქა ვარ გამოთხოვილი,
ბერიძე მყვანდა ქმარია.
შვიდი გავზარდე ვაჟკაცი,
თითო ლომისა დარია.
შვიდივ გამიწყდა ერთ დღესა,
მამაც იმათთან მკვდარია.
ხოშარის გორზედ დავმარხენ,
თავზე დასტირის ქარია.
ციტირება
ბერიძე — გვარის ისტორია · ამონარიდი A.392 · beridze.info/passages/a-392 · წყარო: https://ka.wikisource.org/wiki/ბახტრიონი (ნანახია 2026-09-26)a-392 · ბოლო განახლება 2026-09-26 · შესწორების გაგზავნა