მესხეთში (ახალციხის რაიონი) სოფელ ფარცხისში მცხოვრებ დღევანდელ ბერიძეთა ვარაუდით, იქ ასპინძის რაიონიდან გადმოსულან. თავდაპირველად, 1873 წლის აღწერით ბერიძესშვილებად იწერებოდნენ, ხოლო 1886 წელს აღწერაში ბერიძეებად მოიხსენებიან. იქ მცხოვრები ბერიძეები ორ შტოდ ყოფილან დაყოფილი: ბერიძიანებად და ადოლაანებად (ადოლაშვილები). 1843 წლიდან სოფელ ბოგვში ცხოვრობდნენ როგორც ბერიძეები, ისე ბერიძეშვილები.
მტკიცებები
- ბ-215 დაუდასტურებელი იმეორებს
ისტორიულ დოკუმენტებში მოხსენიებული სოფელ ფარცხისის ზუსტი იდენტიფიკაცია.
ხშირად ხდება თეთრიწყაროსა და ახალციხის ამავე სახელწოდების სოფლების აღრევა. ბერიძესშვილების შტო ძირითადად თეთრიწყაროს უკავშირდება.
- ბ-306 არასწორი ადასტურებს
დაუსაბუთებელი თეორია, თითქოს ოცდაცამეტზე მეტი განსხვავებული გვარი პირდაპირ ბერიძეთა საგვარეულოსგან წარმოიშვა.
მტკიცება ურევს „ბერ-“ ფუძის მქონე გვარებსა და გამოყოფილ შტოებს. ენობრივი მსგავსება პირდაპირ ნათესაობას არ ნიშნავს.
ბერიძე — გვარის ისტორია · ამონარიდი A.223 · beridze.info/passages/a-223 · წყარო: https://www.ambebi.ge/article/149611-inpormacia-40-popularuli-kartuli-gvaris-shesaxeb/ (ნანახია 2026-09-16)a-223 · ბოლო განახლება 2026-09-16 · შესწორების გაგზავნა