ამონარიდები
-
ილია მაისურაძის ცნობით (1965, 1979), ბერიძეთა წინაპარი სამი ძმა ყოფილა – სამივე ასკეტი. რაღაც ჟამიანობას სოფელ ზარზმაში ხალხი გაუწყვეტია; მხოლოდ იქაური მონასტრის ბერები გადარჩენილან, რომელთათვის იმ დღიდან ბერობა აუკრძალავთ – უნდა დაოჯახდეთო. ერთი ძმა მესხეთ-ჯავახეთში გამრავლებულა, მეორე – აჭარაში, მესამე კი – გურიაში.
ეხება · ამონარიდი · იზა ჩანტლაძე, „მარტო ამისთვის ღირდა სიცოცხლე!“… A
პირველწყაროები
—
ციტირება
ბერიძე — გვარის ისტორია · მტკიცება ბ-313 · https://beridze.info/claims/b-313/ (ნანახია 2026-09-12)ბ-313 · ბოლო განახლება 2026-09-12 · შესწორების გაგზავნა