მტკიცება · ბ-210

აგვისტოში ე.წ. ბერიეთობის, როგორც ბერიძეთა საგვარეულო დღესასწაულის აღნიშვნა.

დაუდასტურებელი

ეს არის კონკრეტული სოფლის დღესასწაული, რომლის დამფუძნებლები სხვა გვარებიც არიან. საერთო საგვარეულო დღესასწაული არ არსებობს.

ამონარიდები

  • ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკასხიდიდან დაახლოებით 3 კილომეტრში, ხვალასკურის მთის მიდამოებში მდებარეობს წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ბერიეთის დარბაზული ტიპის ტაძრის ნანგრევები, რომელიც კირითა და ქვით არის ნაშენები, თარიღდება დაახლოებით VII-VIII საუკუნეებით. ამ წმინდა ადგილას რამდენიმე ათეული წლის წინათ…

    ეხება · ამონარიდი · ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბერიეთობა აღნიშნეს — Ambioni… C
  • სოფელ კაკასხიდიდან აღმოსავლეთით 2 კმ–ის დაშორებით ხვალასკურის მთის მიდამოებში. გადმოცემის თანახმად, სოფელი ბერიეთი მესხეთიდან გადმოსახლებულ ბერიძეებს დაუსახლებიათ.

    ადასტურებს · ამონარიდი · ბერიეთი — Georgian Travel Guide C
  • სოფლის სახელწოდება იქ დასახლებული გვარის "ბერიძეებით" არის განპირობებული.

    ადასტურებს · ამონარიდი · ბერიეთი — Georgian Travel Guide C
  • ნასოფლარში არის დარბაზული ტიპის მცირე ზომის ეკლესიის ნანგრევი, რომელიც მეტ-ნაკლებად შემონახულია.

    ეხება · ამონარიდი · ბერიეთი — Georgian Travel Guide C
  • 2 აგვისტოს ბერიეთის ნაეკლესიარიზე აღინიშნება ბერიეთობა, მომლოცველები მიმდებარე სოფლებიდან და სხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოდიან, იმართება ტრადიციული დღესასწაული, რომელიც წმინდა ელიას ხსენების დღეს ემთხვევა.

    ადასტურებს · ამონარიდი · ბერიეთი — Georgian Travel Guide C
  • აქ ძირითადი გავრცელებული გვარები ყოფილა: ბერიძე, გორგოძე და კოხოძე. ყოველი წლის 2 აგვისტოს ამ გვარის წამომადგენლების უმრავლესობა საგვარეულო წმინდა ადგილის მოსალოცად ზღვის დონიდან 800 მეტრზე ადის და რელიგიურ დღესასწაულს აღნიშნავს.

    იმეორებს · ამონარიდი · ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბერიეთობა აღნიშნეს — Ambioni… C

პირველწყაროები

—

ციტირებაბერიძე — გვარის ისტორია · მტკიცება ბ-210 · https://beridze.info/claims/b-210/ (ნანახია 2026-09-12)

ბ-210 · ბოლო განახლება 2026-09-12 · შესწორების გაგზავნა