ამონარიდი
აწი ჩემს მომავალს დაებადოს, ბერიძთა აღვადგინე ჯიში
ამონარიდები
-
ორჰან ბერიძე თურქეთში მცხოვრები მეოთხე თაობის ქართველია, მისი წინაპრები წლების წინ, რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს გადასახლებულან აჭარიდან.
ამონარიდი 304 · მერე რა, თუ თქვენი ცა ჩვენგან შორს არის C -
ჩემი წინაპრები ოსმალეთის ომის შემდეგ დროს 1890-იან წლებში აჭარიდან, ქედის რაიონ სოფელ წონიარისიდან თურქეთის შავიზღვისპირა მხარეში, ქალაქ გირესუნში გადასახლებულან.
ამონარიდი 305 · მერე რა, თუ თქვენი ცა ჩვენგან შორს არის C -
„…ბერიძეთა აღვადგინე ჯიში…“ ჩემი მეორედ დაბადების, გვარის დაბრუნების თარიღია 23.05.2017 წ.
ამონარიდი 306 · მერე რა, თუ თქვენი ცა ჩვენგან შორს არის C -
ორჰან ბერიძეს ჩვენში უკვე ბევრი იცნობს, ის თურქეთში მცხოვრები ქართველია, რომელმაც თავისი ისტორიული გვარი სასამართლოს ძალით დაიბრუნა. იმ ფონზე, როცა ქართველების ნაწილი უცხოეთში ქართულ გვარს უცხოეთის მოქალაქეობაზე ცვლის, საჭიროდ ვთვლით, ამ ფაქტზე საგანგებოდ დავწეროთ.
ამონარიდი 343 · ამბავი მშობლიურ ზეცას მონატრებული კაცისა, რომელიც თურქეთში… C -
2017 წლის 23 მაისი. ბატონი ორჰანი აცხადებს, რომ ეს მისი მეორედ დაბადების თარიღია, რადგან სწორედ ამ დღეს იქცა ორჰან შარდაღი ორჰან ბერიძედ.
ამონარიდი 344 · ამბავი მშობლიურ ზეცას მონატრებული კაცისა, რომელიც თურქეთში… C
პირველწყაროები
- kartuli.kvira.ge; GDD symposium 2019
ბერიძე — გვარის ისტორია · ორჰან ბერიძე (შარდაღი) · https://beridze.info/people/orhan-beridze-sardag/ (ნანახია 2026-10-01)orhan-beridze-sardag · ბოლო განახლება 2026-10-01 · შესწორების გაგზავნა