ამონარიდები
-
ბერიძე ბიკტორ გიორგის ძე მღვდელი დაბ. 1872წ. 1922წ. ალავერდის ოლქის მთავარხუცესი 1913, 1916წ. ალავერდი (მარტვილი) წმიდა გიორგის ეკლესია
ამონარიდი 319 · https://mematiane.ge/subproduct-details.php?id=11784 B -
ბიქტორ ბერიძე წლების მანძილზე გორის სასულიერო სასწავლებელში პედაგოგად მუშაობდა. 1912 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და ალავერდის წმინდა გიორგის ტაძარში განამწესა. 1913 წელს ალავერდის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.
ამონარიდი 335 · ბიკტორ გიორგის ძე ბერიძე - ქშწკგ საზოგადოების წევრები B -
1915 წლიდან მამა ბიქტორი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში. 1917 და 1920 წელს ჩატარებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ და მეორე საეკლესიო კრებებზე იღებდა მონაწილეობას.
ამონარიდი 336 · ბიკტორ გიორგის ძე ბერიძე - ქშწკგ საზოგადოების წევრები B
პირველწყაროები
ბერიძე — გვარის ისტორია · ბიქტორ (ვიქტორ) გიორგის ძე ბერიძე · https://beridze.info/people/biktor-viktor-giorgis-dze-beridze/ (ნანახია 2026-09-29)biktor-viktor-giorgis-dze-beridze · ბოლო განახლება 2026-09-29 · შესწორების გაგზავნა