მაგალითად, 1921 წლის 2 და 3 ოქტომბერს გაიმართა კაპანდიბის და აჭარისწყლის სასოფლო
თემების კრებები, სადაც სიტყვით გამოვიდნენ შერიფ აბდიბა, ოსმან მოწყობილი და მემედ
გოგიბერიძე. აჭარისწყლის სასოფლო თემის გლეხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს
სალიხ ჯინჭარაძე, წევრებად - ოსმან ბერიძე, ახმედ ბექირიშვილი, ახმედ გორგოშაძე, ფერათ
ლორთქიფანიძე, ოსმან წულუკიძე, ხასან ცისკარიძე, ალი გვიანიძე, ქამილ ჟღენტი და სხვები
(აცსა, ფ. 1, ან. 1, ს. 7, ფურც. 6; ს.13, ფურც.14, 15, 27-28).
ციტირება
ბერიძე — გვარის ისტორია · ამონარიდი A.599 · beridze.info/passages/a-599 · წყარო: http://science.org.ge/wp-content/uploads/2021/04/ajara-works-IV_compressed.pdf (ნანახია 2026-10-07)a-599 · ბოლო განახლება 2026-10-07 · შესწორების გაგზავნა