ამონარიდი · A.585

უცებ ყველანი შედგნენ და ერთს მხარეს მიაჩერეს თვალები…

დასაზუსტებელი · 2026-10-07კონტექსტი

უცებ ყველანი შედგნენ და ერთს მხარეს მიაჩერეს თვალები: დარბაზის წინ წამომდგარიყო ხევისბერი ბერიძე, შუათანა ტანის კაცი, მუხის ძირივით ჩასხმული, გაბარჯღული ულვაშებით, მრისხანე სახისა. ბერიძე ლაპარაკობდა მჭეხრის ხმით; იმას ხელში ეჭირა ოქროთი დაფერილი, დავარაყებული და დაზარნიშებული, ორს ალაგას ხმლით გაჭრილი, „ჩახედვებული“, ლუდიანი მუზარადი, რომელიც წმინდა სანთლით იყო გაფისული. ბერიძემ დაიძახა: თემო და სოფელო, ღმერთმა შეიწყალოს ღაჭაურა!

ციტირებაბერიძე — გვარის ისტორია · ამონარიდი A.585 · beridze.info/passages/a-585 · წყარო: https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/akadgam1/document/HASH01b917340eb6edb70b40d2d9?p.s=TextQuery&ed=1 (ნანახია 2026-10-07)

a-585 · ბოლო განახლება 2026-10-07 · შესწორების გაგზავნა