პაპაჩემის, ილია ბერიძის, ოჯახის თავზე დატეხილი უბედურება მე მისგან არ მომისმენია, ხოლო ის, რაც უკვე მოზრდილმა უფროსებისგან შევიტყვე, ამ წიგნის ფურცლებზე ვერაფრითვერ გადავიტანე – ხელი არ მომიბრუნ- და უძვირფასესი ადამიანის იმ უკიდეგანო ტანჯვის და ტკივილის აღსაწე- რად, სიცოცხლის ბოლომდე რომარ აძლევდა მოსვენებას და ხანდაზმულ ასაკშიც მწარე ცრემლს აღვრევინებდა. მე ვიყავი მისი ცრემლების პატარა, გაკვირვებული მოწმე და ალბათ ხშირად მიზეზიც – ჩემი ცელქობა და უდარდელი ტიტინი იქნებ თავის პაწაწინა გოგონას აგონებდა, საკუთარი ხელით რომ გაუთხარა სამარე ბაკურიანის უღრანებში
ციტირება
ბერიძე — გვარის ისტორია · ამონარიდი A.550 · beridze.info/passages/a-550 · წყარო: https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/459002/1/Pirdapiri_Reportajebi_Warsulidan_2005.pdf (ნანახია 2026-10-07)a-550 · ბოლო განახლება 2026-10-07 · შესწორების გაგზავნა