მე სოფ. მუგარეთში ვცხოვრობდი ერთ თათართან, – ბერიძე აზიზასთან (სულ ქართველი გვარები ჰქონდათ, მუგარეთშიც, ფერსაშიც, გიორგი- წმინდაშიც...). უკვე ჯარის ნაწილები შემოდიოდა, – შინაგანი ჯარი – ბერიას ჯარები. ამ ჩვენმა მასპინძელმა, აზიზამ უთხრა ბიძაჩემს, – გაბოო, ჩვენ თათრებს უხარიათ, ჯარი რო მოდის, ფიქრობენ, თურქეთთან ომი უნდა დაიწყოსო. მე ყველაფერი ვიცი, ბაქოში მეგობარი შოლა მყავს და იმან მითხრა, თქვენ გასახლებას გიპირებენ
ციტირება
ბერიძე — გვარის ისტორია · ამონარიდი A.548 · beridze.info/passages/a-548 · წყარო: https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/459002/1/Pirdapiri_Reportajebi_Warsulidan_2005.pdf (ნანახია 2026-10-07)a-548 · ბოლო განახლება 2026-10-07 · შესწორების გაგზავნა