ამონარიდი · A.236

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ახალციხის, ახალქალაქის…

დასაზუსტებელი · 2026-09-16კონტექსტი

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ახალციხის, ახალქალაქის მაზრებისა და ზაქათალის ოკრუგის მასალები. ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების ქართველი კათოლიკეების გვარსახელებს თუ დავაკვირდებით, აშკარად გამოიყოფა სამი ტიპის გვარსახელები: ა. ქართულფუძიანი, ბ. სომხურფუძიანი, გ. თურქულფუძიანი. საერთოდ, ეს გვარები, უმეტეს შემთხვევაში – ოვ (-ევ) სუფიქსითაა გაფორმებული. ეროვნება ყველას ქართველი აქვს მიწერილი, სარწმუნოება – სომხურ-კათოლიკური, «язык домашний» – ქართული. ქართული ძირებით არიან: ნებიეროვი, დათებოვი, გოკიელოვი, ბეთანოვი, ბერიძე, ფირალოვი, მეფისოვი, ფეიქაროვი, ხარისჭაროვი, ხუციანოვი, მესარკოვი...

ციტირებაბერიძე — გვარის ისტორია · ამონარიდი A.236 · beridze.info/passages/a-236 · წყარო: https://www.dzeglebi.ge/statiebi/etnografia/me_19 saukunis_mosaxleobis.html (ნანახია 2026-09-16)

a-236 · ბოლო განახლება 2026-09-16 · შესწორების გაგზავნა